ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ლუისის გვიდო კარლის უნივერსიტეტს (Luiss Guido Carli University) შორის მემორანდუმის საფუძველზე საერთაშორისო მობილობის შესაძლებლობასთან დაკავშირებით ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის ტარდება საინფორმაციო შეხვედრა.
შეხვედრის დრო და ადგილი:
• 25 ოქტომბერი, 16:00 საათი, აუდიტორია 206.
შეხვედრაზე ონლაინ ჩაერთვება ლუისის უნივერსიტეტიდან ქალბატონი მერი კაზაზი, რომელიც ამ პროგრამის კოორდინატორია იტალიის მხრიდან.
აღნიშნული თანამშრომლობით საფუძველი ჩაეყარა სტუდენტთა მობილობის (Twinning Program) პროგრამის ამოქმედებას, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს შეუძლიათ მობილობის საფუძველზე ბაკალავრის ხარისხის მოპოვება ეკონომიკის მიმართულებით. საბაკალავრო პროგრამა მოიცავს ოთხ სასწავლო წელს: პირველ სასწავლო წელს სტუდენტი დაფარავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მომდევნო ორი წლის განმავლობაში ისწავლის ლუისის უნივერსიტეტში, სწავლების მეოთხე წელს კი სწავლას დაასრულებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
მობილობის პირობების, რეგულაციებისა და სწავლის საფასურის შესახებ დეტალური ინფორმაცია გაწერილია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ლუისის უნივერსიტეტს შორის გაფორმრებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.
თარიღი:
23/10/2023